იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

Provided by

Unimedi

Location

Tbilisi

From

24 March

To

24 April

კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ამასთანავე, ამ აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და სერვისს. ჩვენი პარტნიორები არიან სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები: Nihon Kohden, Chirana, Intersurgical, Progetti, Gima, Promek Medical, Kenmak, Chison, Gemss Medical, Biocare, Healforce, Acercon Medical, Ensymm, Italray, Ecoray, FulsET და სხვ. ჩვენი კომპანიის პროდუქციით აღიჭურვა და სარგებლობს ბევრი მოწინავე კლინიკა.

კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270

ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!

სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა
** ლოჯისტიკურ პროცესებზე კონტროლი
** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლი
** უცხოური ბრენდების დისტრიბუციის გახსნა
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება
** მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ექსპორტის დოკუმენტაციის) სისწორის კონტროლი
** შესყიდვების რეპორტის მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება და/ან მედიცინა)
** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** უცხოურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** უცხოეთში ტრენინგების დაფინანსება
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!



შპს "უნიმედი" ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.