კორპორატიული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი

Provided by

Citycom

Location

Tbilisi

From

28 March

To

28 April

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - "სითიქომის" გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორაციულ მომხმარებელთა მხარდაჭერასა და პრობლემების გადაჭრაზე, პროდუქტის შეთავაზებასა და გაყიდვის პროცესის წარმართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა პორტფელის ეფექტური მართვა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
** მომხმარებლის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე მუშაობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ახალი მომხმარებლისთვის პრეზენტაციის ჩატარება (ონბორდინგი), ინსტრუქციების მიწოდება და შეხვედრები საჭიროების შემთხვევაში.
** პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურებების შეთავაზება/გაყიდვა (upsell);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
** გაყიდვების გამოცდილება

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათ-კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ყოველთვიური საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.