გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი

Smart Academy

მდებარეობა

თბილისი

დან

19 February

მდე

19 March

"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 5 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბავშვებისთვის.

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება გუნდთან ერთად;
** პოტენციური სტუდენტების ბაზების შექმნა/განახლება და მათთან კომუნიკაცია;
** არსებული სტუდენტების საჭიროებების კვლევა, მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** რეპორტინგის წარმოება.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დარგში;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს:

** ექნება მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და/ან მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** შეეძლება ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ეცოდინება საოფისე კომპიუტერული პროგრამები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას ინდივიდუალური და კორპორატიული მიზნებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე;
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.