გაყიდვების მენეჯერი
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 5 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბავშვებისთვის.
ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება გუნდთან ერთად;
** პოტენციური სტუდენტების ბაზების შექმნა/განახლება და მათთან კომუნიკაცია;
** არსებული სტუდენტების საჭიროებების კვლევა, მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** რეპორტინგის წარმოება.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დარგში;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება
მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს:
** ექნება მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და/ან მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** შეეძლება ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ეცოდინება საოფისე კომპიუტერული პროგრამები.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას ინდივიდუალური და კორპორატიული მიზნებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე;
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.
სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/uaqnoHjfBbjLwd11A
გისურვებთ წარმატებას!